ლუკაშენკოს მმართველობა

სააკაშვილმა მოუწოდა ევროპას არ დაუშვას ბელორუსიის იზოლირება

ვარშავაში ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის შემდეგ  მიხეილ სააკაშვილმა  ”ძალიან ცუდი” ფაქტი უწოდა იმას, რომ სამიტს ბელორუსიის წარმომადგენელი არ ესწრებოდა. მან მოუწოდა ევროკავშირს არ  ჰკრას ხელი  ბელორუსიას და არ მისცეს უფლება რუსეთს   ამ  სახელმწიფოსთან  დაკავშირებით ინიციატივა აიღოს. ”ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირმა არ დაკარგოს კონტროლი ამ პროცესებზე” -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  გავრცელებული ცნობებით ვარშავაში ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ.  ”,თუ ჩვენ უარს ვიტყვით დიალოგზე და  ბელორუსიას სრული  იზოლაციისკენ ვუბიძგებთ, ამ ქვეყნის მოსახლეობას რეჟიმის მძევლობაში დავტოვებთ”- განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა. ბელორუსიამ ევროკავშირის ” აღმოსავლეთის პარტნიორობის” სამიტს ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან მასზე არ იყო მიწვეული ამ ქვეყნის პრეზიდენტი.  ევროკავშირმა მოუწოდა მინსკს დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს  არჩევნების შემდეგ დაპატიმრებული ოპოზიციონერები.  ვარშავის სამიტის ფარგლებში ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა , რომ ადრე თუ გვიან ევროკავშირს მოუწევს ბელორუსიასთან თანამშრომლობა. რაც შესაძლოა გამოიხატოს ამ ქვეყნაში რეფორმირების პროცესის სერიოზული ფინანსური მხარდაჭერით.  


კომენტარები