მესი კუბალას გაუთანაბრდა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/wwwwwwwwwwww.png##fbimage#
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩი ხოსეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა ბარსელონამ ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ჩაატარა - ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ბატე 5:0 გაანადგურა. ბარსელონას არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლეო მესიმ მასპინძლებს 2 გოლი გაუტანა და ამ დუბლის წყალობით კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე მყოფ უნგრელ ლადისლაუ კუბალას გაუთანაბრდა - ორივე მათგანს 194 გოლი აქვს გატანილი.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი კლუბის ისტორიაში საუკეთესო მეგოლეა სესარ როდრიგესი, რომელმაც 1942-55 წლებში ლა ლიგაში, ესპანეთის თასზე და სხვა ოფიციალურ შეჯიბრებებში 235 გოლი შეაგდო.

ლეო მესი 42 გოლით ბარსელონას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია საერთაშორისო საკლუბო ტურნირებში, ესპანეთის ჩემპიონატში კი მის ანგარიშზე 127 გოლია და ამ მხრივ მხოლოდ ორ მოთამაშეს ჩამორჩება: იმავე სესარ როდრიგესს (195) და ლადისლაუ კუბალას (131).

კომენტარები