თბილისში ევროპული ფუტსალი იწყება

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში უეფას ფუტსალის თასის ძირითადი ეტაპი დაიწყება. საქართველოს დედაქალაქში ოთხი გუნდი შეიკრიბა. მათგან ორი საუკეთესო ელიტ რაუნდში გადაინაცვლებს. სწორედ ის ეტაპია ყველაზე მნიშვნელოვანი. ელიტ რაუნდში თექვსმეტი საუკეთესო გუნდი ითამაშებს და ერთმანეთს ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოსაპოვებლად შეეჯიბრება.

ქართული ეტაპი კი სამ დღეს გაგრძელდება და საბოლოოდ 30 სექტემბერს დასრულდება. თბილისში ითამაშებენ - სლოვაკური სლოვ-მატიკი, ბელორუსიული მაპიდი, შვეიცარიული ჟენევა და მასპინძლების წარმომადგენელი, ბრაზილიელი ფეხბურთელებით გაძლიერებული იბერია-სტარი.

მასპინძლების თამაშების პირდაპირ რეპორტაჟს სამივე სათამაშო დღეს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი აჩვენებს.

თამაშების განრიგი:

27 სექტემბერი

სლოვ-მატიკი - ჟენევა; 15:30 სთ.

იბერია-სტარი - მაპიდი; 18.00 სთ.

28 სექტემბერი

მაპიდი - სლოვ-მატიკი; 15:30 სთ.

იბერია-სტარი - ჟენევა; 18:00 სთ.

30 სექტემბერი

ჟენევა - მაპიდი; 15:30 სთ.

იბერია-სტარი - სლოვ-მატიკი; 18:00 სთ.

 

კომენტარები