დიქსონმა ბორჯღალოსნები სარუმინეთოდ დარაზმა

28 სექტემბერი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისათვის უმნიშვნელოვანესი დღეა. თბილისის დროით 10:30 საათზე ბორჯღალოსნები რუმინელებს დაუპირისპირდებიან. რეალურად ეს ის შეხვედრაა, რომლის მოსაგებადაც ორივე გუნდი ყველაფერს გაიღებს. სწორედ ამ მატჩში გაირკვევა, ერთა თასის რომელი წარმომადგენელი დაასრულებს ჯგუფურ რაუნდს ერთი მოგებით და რომელი კიდე ყველა წაგებით. ოფიციალური წესის მიხედვით, შეხვედრის დაწყებამდე 48 საათით ადრე ორივე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა და რომეო გონტინიაკმა შემადგენლობები დაასახელეს.

ბორჯღალოსანთა რიგებში ტრავმების გამო გარკვეული ცვლილებები მოხდა. გუნდს გამოაკლდნენ გარემარბი ირაკლი მაჩხანელი და შერკინების მესამეხაზელი შალვა სუთიაშვილი. ასევე განცახდას მიღმა დარჩა დავით ქუბრიაშვილი. აქედან გამომდინარე, ზოგმა მორაგბემ უბრალოდ სათამაშო პოზიცია გამოიცვალა, ზოგმა კი სათადარიგოთა სკამიდან ძირითადში გადმოინაცვლა. ამასთან ერთად 22-კაციან განაცხადში მოხვდნენ ისეთებიც, რომლებიც წინა მატჩებში საერთოდ არ ჩანდნენ.

საქართველოს ნაკრები: 15. ლაშა ხმალაძე 14. რეზო გიგაური 13. დავით კაჭარავა 12. თედო ზიბზიბაძე 11. ალექსანდრე თოდუა 10. მერაბ კვირიკაშვილი 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. დავით ხინჩაგიშვილი 2. ჯაბა ბრეგვაძე 3. დავით ზირაქაშვილი 4. ილია ზედგინიძე 5. ვახტანგ მაისურაძე 6. გიორგი ჩხაიძე 7. მამუკა გორგოძე 8. დიმიტრი ბასილაია; სათადარიგოები: 16. გოდერძი შველიძე 17. ვასილ კაკოვინი 18. ლევან დათუნაშვილი 19. გივი ბერიშვილი 20. ბიძინა სამხარაძე 21. ირაკლი ჩხიკვაძე 22. მალხაზ ურჯუკაშვილი

 

კომენტარები