სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ნამიბია 87:0 დაამარცხა. ეს იყო ამ ტურნირის ყველაზე დიდი სხვაობა ანგარიშში. ამასთან ერთად, პირველი თამაში, რომელშიც ერთ-ერთმა გუნდმა ქულის აღებაც ვერ მოახერხა. ქურციკებმა მეზობლებს სარაგბო გაკვეთილი ჩაუტარეს, არც მეგობრობას მიაქციეს ყურადღება და მთელი მსოფლიოს თვალწინ მოჭრეს თავი.
წლევანდელ მსოფლიო თასზე ჯერ არცერთ გუნდს დაუგროვებია ერთ შეხვედრაში ამდენი ქულა. სამხრეთ აფრიკელებმა მოწინააღმდეგეს 12 ლელო დაუდეს, თორმეტივე გარდასახეს, ამას ერთი საჯარიმოც დაუმატეს და ანგარიშმაც საბოლოო სახე მიიღო - 87:0.
ამ მატჩში ერთი ისტორიული მოვლენაც მოხდა. მწვანეების გარემარბმა, ბრაიან ჰაბანამ 72-ე ტესტ-მატჩში 39-ე ლელო გაიტანა. ასეთი შედეგი სამხრეთ აფრიკული რაგბის ისტორიაში ჯერ არავის ჰქონია. ის ყველა დროის საუკეთესო ქურციკი მელელოვე გახდა.
სამხრეთ აფრიკა - ნამიბია 87:0
სამხრეთ აფრიკა: 15. ლემბი, 14. აპლონი, 13. ფური, 12. ფ. სტეინი (დუ პრეესი, 62), 11. ჰაბანა (დე იონგი, 62), 10. მ. სტეინი (პიენაარი, 62), 9. ჰაუხარდი, 8. სპისი (ბრუსო, 77), 7. ბერგერი, 6. ალბერტსი, 5. რუსო, 4. ბოტა (ლოუ, 50), 3. ვან დერ ლინდე (რალეპელე, 50), 2. სმიტი, 1. სტეენკამპი (მთავარირა, 64).
12 ლელო: აპლონი (1, 8), ჰაბანა, საჯარიმო ლელო, ფური, ფ. სტეინი, მ. სტეინი, დე ჯონგი (7, 10), ჰაუხარდი (9, 12), რუსო
ნამიბია: 15. ბოტა, 14. დეიმსი (დ. დე ლა ჰარპე, 69), 13. ვან ვიკი, 12. ვან ზილი, 11. ბოკი (მარაისი, 46), 10. კოტზეე, 9. იანჩისი (რ. დე ლა ჰარპე, 69), 8. ნიუვენუისი (კიჩოფი, 54), 7. ბერგერი, 6. დუ პლესი, 5. ესტერჰუიზი, 4. კოლი (ვან ლილი, 53), 3. ვიზერი (დუ ტუი, 39), 2. ოკალაჰანი (ჰორნი, 42), 1. რედელინგჰუიზი