დღეს საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში პირველი შეხვედრა ჩაატარა: მოლდოვის ქალაქ ტერნოვცაში ბულგარელ თანატოლებს 3:2 მოუგო. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ტაიმში 2:1 იმარჯვა: სტივან პეტკოვის მიერ მე-17 წუთზე გატანილ ბურთს ორ წუთში ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა ზუსტად შესრულებული პენალტით უპასუხა, 23-ე წუთზე კი ნიკა ახვლედიანმა კიდევ ერთხელ დააწყებინა ბულგარელებს ცენტრიდან თამაში.
მეორე ნახევარში ჯერ ქართველებმა იყოჩაღეს: 69-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა დაარტყა ზუსტად, ორ წუთში კი ბულგარელებმა მეორე გოლი გაიტანეს - კვლავ პეტკოვმა გამოიჩინა თავი.
23 სექტემბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები VIII ჯგუფში მასპინძლებს დაუპირისპირდება, 26 სექტემბერს კი შვედეთთან პაექრობით დაასრულებს საკვალიფიკაციო ტურნირს.
ელიტ-რაუნდში, რომლის თამაშები გაისად გაზაფხულზე გაიმართება, ჯგუფიდან პირველ-მეორეადგილოსნები გადიან.
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატს 17-წლამდელთა შორის გაისად მაისში სლოვენია უმასპინძლებს.