სააკაშვილი: პალესტინის საკითხი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პალესტინის დამოუკიდებლობის საკითხი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში ყოფნისას, ტელე-ინტერვიუში განაცხადა.  „ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ პირველ რიგში ისრაელს გააჩნია უსაფრთხოების და უსაფრთხო არსებობის უფლება. ასევე პალესტინას აქვს სახელმწიფოებრიობის უფლება. არავის ეპარება ეჭვი ამაში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან თანავუგრძნობთ პალესტინელი ხალხის გაჭირვებას“, – განაცხადა სააკაშვილმა MSNBC-ის გადაცემაში Morning Joe საუბრისას.

„მეორე მხრივ, ჩვენ გვჯერა მოლაპარაკებების ,  ამგვარი საკითხების მოგვარება მხოლოდ ორმხრივი შეთანხმებით შეიძლება.  ვიმედოვნებ, რომ მეტი სტიმული  შეიქმნება  საკითხის მოლაპარაკებების გზით მოსაგვარებლად”– აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ამ განცხადებით ფაქტობრივად გაიზიარა ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია, რომელიც გაერო-ს მიერ პალესტინის სუვერენიტეტის აღიარების წინააღმდეგია და ამ საკითის გადაწყვეტას მხოლოდ ისრაელი-პალესტინის მოლაპარაკებების გზით ემხრობა. პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი 23 სექტემბერს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას  აპირებს გაერო-ს  ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრად  პალესტინის მიღების თხოვნით  ოფიციალურად  მიმართოს. 

კომენტარები