სტამბოლში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედალი და ოთხი ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.
შეჯიბრება მესამე ადგილზე დაასრულეს - დავით ხუციშვილმა (74 კგ.), დავით მარსაგიშვილმა (84 კგ.) და დავით მოძმანაშვილმა (120 კგ.). აღნიშნული სამეულის გარდა, მეოთხედფინალში გასვლით ლონდონის საგზური მალხაზ ზარქუამაც (60 კგ.) დაისაკუთრა.
ქართველმა თავისუფლებმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებზე ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენეს. სტამბოლშივე ზაზა თურმანიძის შეგირდების გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე ბეგი დარჩიას ბიჭებმა იჭიდავეს. მათგან ერთადერთი მედალი და ოლიმპიური ლიცენზია მანუჩარ ცხადაიამ აიღო. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამომსვლელმა სპორტსმენმა თურქეთში ფინალში იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.