თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება

დღეს , 14 სექტემბერს, ოფიციალურად გაიხსნება თბილისის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. მასში მონაწილოების მისაღებად თბილისს ვენის აკადემიური ორკესტრი ეწვია, 35 მუსიკოსის შემადგენლობით.  ვენის აკადემიური ორკესტრი   ჯონ მალკოვიჩთან ერთად მიიღებს მონაწილეობას სპექტაკლში ”ჯოჯოხეთური კომედია- სერიული მკვლელის აღსარება”.

”საქართველოსა და მისი კულტურის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი, თუმცა ორი დღეა, აქ ვარ და ვხვდები, რამხელა კულტურული მემკვიდრეობის მფლობელია ეს ქვეყანა , - განაცხადა  ცნობილმა   მსახიობმა, ჯონ მალკოვიჩმა თბილისში,  გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე. სპექტაკლით ” ჯოჯოხეთური კომედია -სერიული მკვლელის აღსარება” თეატრალური ფესტივალი დღეს ,შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში გაიხსნება. 

კომენტარები