საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მომდევნო 2 წლის მანძილზე კვლავ თემურ ქეცბაია უხელმძღვანელებს, ახალგაზრდული გუნდის მთავარ წვრთნელად კი სოსო ჭედია დაინიშნა, რომელიც ქეცბაიას ასისტენტი იყო ეროვნულ ნაკრებში.
სფფ-ს პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ლატვია-მალტასთან ორი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კმაყოფილია თემურ ქეცბაიას მუშაობით და მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებასაც აპირებს.
დღეს ქეცბაიამ და სფფ-მ 2+2 ფორმატის ხელშეკრულება გააფორმეს: მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, შესაძლოა, ეროვნულ გუნდს კვლავ ქეცბაიამ უხელმძღვანელოს.
ის 2009 წლის ნოემბერში დაინიშნა ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის თავკაცად. 2010 წელს საქართველოს ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით დაუმარცხებლად იასპარეზა, თუმცა წლეულს, სომხეთთან და ხორვატიასთან მოგებული ორი თამაშის შემდეგ, ისრაელთან, ხორვატიასთან, პოლონეთთან და ლატვიასთან ზედიზედ ოთხი მარცხი იწვნია, მალტაში კი მხოლოდ ფრედ ითამაშა.
სოსო ჭედიამ ახალგაზრდულ ნაკრებში ოთარ გაბელია შეცვალა. თბილისის დინამოს ექს-მეკარე ესპანეთის ნაკრებთან ორი წაგების შემდეგ გადადგა თანამდებობიდან.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესცენტრის ცნობით, ქეცბაიას ასაკობრივი ნაკრებების კურირებაც დაევალა.