ნასა მთვარეზე რობოტებს უშვებს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/shatli.png##fbimage#
კანავარელის კონცხიდან უსახელო ამერიკულმა რაკეტამ აიღო სტარტი, რომლის მიზანიც მთვარეზე ზონდების ატანაა. ზონდებმა უნდა გამოიკვლიონ მთვარის შემადგენლობა.

37.8 მეტრის სიდიდის რაკეტა-მატარებელმა სტარტი დილის 9:08-ზე აიღო ამერიკის დროით. მან ატლანტის ოკეანე თავზე გადაუფრინა და ორბიტაზე გავიდა. რაკეტის გაშვება დაგეგმილზე ორი დღით გვიან შედგა, ძლიერი ქარისა და ტექნიკური პრობლემების გამო.

 რაკეტა-მატარებელმა ზონდები დედამიწიდან 1.5 მილიონ კილომეტრზე უნდა გაიყვანოს წერტილში, სადაც დედამიწისა და მზის მიზიდულობის ძალები ერთმანეთს აკომპენსირებს. აქედან ზონდები ნელ მოგზაურობას დაიწყებენ მთვარისკენ, სადაც ისინი 31 დეკემბერს მივლენ. ზონდების მიზანია მთვარის გრავიტაციული რუკის შექმნა, რომლის საშუალებითაც მეცნიერებს  საშუალება მიეცემათ შეისწავლონ  მთვარის შიგთავსი. 

კომენტარები