ოთარ გაბელია გადადგა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია თანამდებობიდან გადადგა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა თქმით, მას აუცილებლად ქართველი სპეციალისტი შეცვლის, რომელიც ერთ კვირაში დასახელდება.

ოთარ გაბელიამ თანამდებობა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთთან ორ შეხვედრაში განადგურების შემდეგ დატოვა: საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 1 სექტებერს ქუთაისში 2:7 წააგო, 5 სექტემბერს კი ლუხოში 0:2 დამარცხდა.

ოთარ გაბელია, რომელსაც ხელშეკრულება 2012 წლის ბოლოს ეწურებოდა, ნაკრებს 2009 წლის ივლისიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით 21-წლამდელთა ნაკრებმა 22 საერთაშორისო შეხვედრა ჩაატარა, 6 მოიგო, 10 წააგო, 6-ჯერ კი ფრედ ითამაშა. ბურთები: 25:35.

 

კომენტარები