ფეხბურთში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის უკრაინული მხარის საორგანიზაციო კომიტეტის ინიციატივით, კონტინენტის პირველობის ოფიციალურ მეგობრად ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი იანა კლოჩკოვა დასახელდა.
ჩემთვის დიდი პატივია, რომ ევრო 2012-ის მეგობარი ვარ! ევროპის ჩემპიონატი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და ძალიან მიხარია, რომ საორგანიზაციო კომიტეტმა მეგობრის სტატუსი მომანიჭა! - განაცხადა კლოჩკოვამ, რომელმაც 2000 წელს სიდნეიში, ხოლო 2004 წელს ათენში 200 და 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში მოიგო ოქროს მედლები. იანა კლოჩკოვა ევრო 2012-ის რიგით 38-ე მეგობარია.
უკრაინა და პოლონეთი ტურნირის დაწყებამდე სხვადასხვა სფეროს 100 წარმატებულ ადამიანს მიანიჭებენ ევროპის ჩემპიონატის მეგობრის სტატუსს, რაც ხსენებულ პირებს ევროჩემპიონატის მსვლელობისას დიდ პრივილეგიებს მიანიჭებს. საინტერესოა, რომ ასეთი პროექტი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად ხორციელდება.
ევროპის 2012 წლის პირველობა ფეხბურთში გაისად ზაფხულში, პოლონეთსა და უკრაინაში ერთობლივად გაიმართება. ტურნირი 8 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს დასრულდება.