საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გავიდა. მოვლენების ასეთ განვითარებაზე ტურნირის დაწყებამდე ბევრი ქართველი ფიქრობდა, მაგრამ თამამად ამის თქმას ბევრი ვერ ახერხებდა. ჯვაროსნები კონტინენტის პირველობაზე მაინც დებიუტანტები იყვნენ და ჯგუფში არც თუ ისე ხელწამოსაკრავი მეტოქეები ჰყავდა - სლოვენია, რუსეთი, უკრაინა, ბულგარეთი, ბელგია. ქვეჯგუფში ქართველებმა ხუთი თამაშიდან ორი მოიგეს, სამი წააგეს და საბოლოოდ მეორე ჯგუფურ რაუნდში გადავიდნენ. არადა ეს ყველაფერი ასე ადვილადაც არ მომხდარა. მეხუთე სათამაშო დღეს საქართველოს ნაკრები ბულგარელებს დაუპირისპირდა. ჯგუფიდან გასვლა, არ გასვლის საკითხი ჯვაროსნების ხელში იყო. თუკი ისინი მოწინააღმდეგეს დაამარცხებდნენ მომდევნო ეტაპის საგზურსაც მოიპოვებდნენ. წაგების შემთხვევაში კი უკვე სხვებზე ვხდებოდით დამოკიდებული. ყველასათვის მოულოდნელად ქართველებმა კარგად დაწყებული საქმე ასევე ვერ განაგრძეს და ბულგარელებთან თამაში დათმეს - 69:79.
ამის შემდეგ ყველაფერი უკრაინელებსა და ბელგიელებზე იყო დამოკიდებული. დაიწყო ძალიან რთული ხუთი საათი. ქართველი გულშემატკივრები ამ ორი ნაკრების შეხვედრის დასრულებას უნდა დავლოდებოდით. უკრაინელების გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპის საგზური ჩვენი იყო, ბელგიელების მოგების შემთხვევაში კი ევროპის ჩემპიონატს ვემშვიდობებოდით და ტურნირზე ბულგარელები რჩებოდნენ.
ამის შესახებ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამაც ისაუბრა: „სამწუხაროდ ახლა სხვა გუნდებზე ვართ დამოკიდებული. ჩვენი თავი ასეთ დღეში ნამდვილად არ უნდა ჩაგვეგდო. ახლა ისღა დაგვრჩენია უკრაინელების იმედზე ვიყოთ“.
თბილისის დროით 10 საათზე უკრაინისა და ბელგიის თამაშიც დაიწყო. თავიდან ყველაფერი ჩვენთვის არასასურველი სცენარით წარიმართა. საწყის რვა წუთში უკრაინელებმა 5 ქულა დააგროვეს. ამ დროს ბელგიელები უკვე თერთმეტი ქულით დაწინაურდნენ. შემდეგ სლავები გამოცოცხლდნენ და ჯერ მეოთხედის ბოლომდე სხვაობა შეამცირეს 13:16. მეორე მეოთხედიდან მოყოლებული სრულ უპირატესობას დაეუფლნენ და შეხვედრაც ბრწყინვალე გამარჯვებამდე მიიყვანეს 74:61.