სულ რამდენიმე დღეში, ახალ ზელანდიაში სარაგბო ზეიმი დაიწყება. ეს კუნძულოვანი სახელმწიფო მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრებაში მონაწილე გუნდები ნელ-ნელა დანიშნულების ადგილას იკრიბებიან. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უკვე ახალ ზელანდიაშია. ბორჯღალოსნები იქ, ნიცადან დუბაისა და სიდნეის გავლით ჩავიდნენ. ქართველები პატარა ქალაქ ქუინზთაუნში დაბანაკდნენ.
საფრანგეთიდან ახალ ზელანდიაში გამგზავრებამდე, რამდენიმე საათით ადრე ნაკრების ახალგაზრდა ათ ნომერს, ლაშა ხმალაძეს დავუკავშირდით. მას მოსამზადებელი ეტაპისა და მომავალი ტურნირის შესახებ გავესაუბრეთ.
- მთელი გუნდის სახელით ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. უბრალოდ ჩემს სუბიექტურ აზრს გეტყვით. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ. სავარჯიშოდ კარგი პირობები გვქონდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საინტერესო და მრავალფეროვანი ვარჯიშები გვიტარდებოდა - ყველაფერი რაღაცით რაგბისთან იყო დაკავშირებული და მოსაბეზრებელი არც ერთი წუთით არ გამხდარა.
- მოსამზადებელ ეტაპზე ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ამ თამაშებზე ნაკრების რეალური ძალა გამოჩნდა თუ ძირითადად კომბინაციების დახვეწაზე მუშაობდით?
- რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში ვვარჯიშობდით, ვცდილობდით ზუსტად ის გადაგვეტანა მოედანზე. პირველი შეხვედრა უფრო გამოსაფხიზლებელი გამოვიდა. ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვითამაშეთ ნამდვილი რაგბი. მეორე მატჩისას უკვე გაცილებით უკეთესად გამოვიყურებოდით და ეს მწვრთნელებმაც აღნიშნეს.
- აგვისტოს ბოლოსკენ ნაკრების ხელმძღვანელობამ ერთი კვირით დაასვენა გუნდი. ყველას მოგცათ საშუალება სადმე წასულიყავით. რამდენად აუცილებელი იყო ეს და რამდენად გამოგადგათ?
- არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ ეს საჭირო კი არა, აუცილებელი იყო. რთულია, როდესაც თითქმის ორი თვის განმავლობაში სულ ერთ სიტუაციაში ხარ. ფიზიკურთან ერთად ფსიქოლოგიურადაც იღლები და განტვირთვა ასეთ დროს მისწრებაა. დროც ძალიან კარგად იყო შერჩეული. გუნდმა ერთი კვირა დაისვენა, შემდეგ ერთი კვირა ისევ ვივარჯიშეთ საფრანგეთში და ისევ ტონუსში ვართ. შეკრებაზე დაბრუნებული მორაგბეები საქმეს განახლებული ენთუზიაზმითა და ენერგიით შევუდექით. ახლა უკვე ახალ ზელანდიაში გასაფრენად ვემზადებით.
- გუნდში რა მდგომარეობაა? ტრავმები ხომ არავის აწუხებს?
- ერთადერთი ილია ზედგინიძეს აქვს თითი მოტეხილი. ამის მიუხედავად, ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს. საერთოდ ყველა ძალიან მონდომებულია.
- სულ მალე ახალ ზელანდიაში ჩახვალთ. იქ სადაც აქამდე არც ერთი თქვენგანი ნამყოფი არაა.
- ამაზე ბევრს ნამდვილად არ ვფიქრობთ. ამ ქვეყანაში მართლა არ ვართ ნამყოფი და ეს გარკვეულწილად საინტერესოცაა.
- ბიჭები ერთმანეთში მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ თუ საუბრობთ ხოლმე?
- რა თქმა უნდა, რეალურად ესაა ჩვენი საუბრების მთავარი თემა. თან რაც უფრო ახლოვდება ჩემპიონატი, მით უფრო მატულობს ადრენალინი - საინტერესო შეგრძნებაა.