უეფამ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა ორი მოთამაშე, რომლებმაც ნაკრებში 100 და მეტი შეხვედრა ჩაატარეს - სამახსოვრო მედლები ჩრდილოირლანდიელ მეკარე პატ ჯენინგს და უნგრელი იოზეფ ბოჟიკის ვაჟს, პეტერ ბოჟიკს გადაეცათ.
ივნისში, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე პრეზინდეტ მიშელ პლატინის ინიციატივით გადაწყდა იმ ევროპელი ფეხბურთელების დაფასება, რომლებმაც თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისური 100 და მეტ შეხვედრაში მოირგეს. დღესდღეობით 109-მა ევროპელმა მოთამაშემ შეძლო ასიანთა კლუბში შეღწევა. უეფა მათ დროგამოშვებით დააჯილდოვებს.
პატ ჯენინგსი 22 წლის მანძილზე თამაშობდა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებში, საერთო ჯამში კი 119 შეხვედრა ჩაატარა. ის ასიანთა კლუბის ერთადერთი ჩრდილოირლანდიელი წევრია.
იოზეფ ბოჟიკი 1978 წელს, 52 წლისა გარდაიცვალა. მის ვაჟს, უნგრეთის ნაკრების ექს-მწვრთნელ პეტერ ბოჟიკს უეფას ჯილდო ბუდაპეშტში, შვედეთთან თამაშის წინ გადაეცა.
სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან მოულოდნელი იყო, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ჩვენმა ოჯახმა მამის დაფასებით ძალიან გაიხარა, - განაცხადა პეტერ ბოჟიკმა.
იოზეფ ბოჟიკი 50-იანი წლების უნგრეთის დიდი გუნდის ნახევარმცველი იყო, ქვეყნის პირველ ნაკრებში კი 1947-62 წლებში 101-ჯერ იასპარეზა და 11 გოლი მიითვალა. ჯენინგსის დარად, 100-იანთა კლუბში ისიც თავისი ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელია.
ქართველ ფეხბურთელთაგან ასიანთა კლუბში შეღწევის საუკეთესო შანსი ნახევარმცველ ლევან კობიაშვილს აქვს: აქამდე მას 97-ჯერ უთამაშია საქართველოს ნაკრებში.