კლაიპედაში საქართველოს ნაკრებმა მეორე გამარჯვება მოიპოვა. იგორ კოკოშკოვის კალათბურთელებმა უკრაინელები თექვსმეტი ქულით - 69:53 დაამარცხეს და მეორე ჯგუფური რაუნდისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
ამ გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა ჯვაროსნების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ: „ეს თამაში უნდა მოგვეგო. დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ და ამან დიდწილად განაპირობა კიდეც ეს ყველაფერი. საქართველოს ნაკრები ისტორიას წერს - ჯერ ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდით, ახლა კი შანსი გვაქვს ჯგუფიდან გავიდეთ“.
არადა თავიდან ყველაფერი სხვანაირად იყო. სლავებმა თამაში კარგად დაიწყეს, ქართველები კი დაკომპლექსებულები იყვნენ. ფსიქოლოგიური წნეხიდან ვერ გამოდიოდნენ, რაც შედეგზეც აისახებოდა. პირველი მეოთხედის შემდეგ შვიდ ქულას ვაგებდით და სულ ათი ქულა გვქონდა მოგროვებული. მეორე ათწუთეულის დასაწყისიც მაიკ ფრატელოს გუნდის უპირატესობით წარიმართა. შემდეგ კი ჯვაროსნების ჯერი დადგა. მათ ჯერ ანგარიშში სხვაობა შეამცირეს და დიდ შესვენებაზე მხოლოდ სამქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ - 30:33. შემდეგ უკვე მთლიანად დაეპატრონენ მოედანს. მესამე მეოთხედის შემდეგ წინაც გავიდნენ 51:44 და საბოლოოდ შთამბეჭდავი გამარჯვებაც მოიპოვეს.
ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა გიორგი ცინცაძემ, რომელმაც საკუთარი თამაში იპოვა და ყველაზე დაძაბულ მომენტში მატჩის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა. საბოლოოდ მან 14 ქულა დააგროვა. ამდენივე ქულას მოუყარა თავი მანუჩარ მარკოიშვილმაც. სათადარიგოთა სკამიდან ჩართული თორნიკე შენგელია 12 ქულით და 7 მოხსნით გამოირჩა. ფიბაევროპის ოფიციალურმა ვებგვერდმა ეს უკანასკნელი შეხვედრის გმირადაც დაასახელა. საკუთარ და მეტოქის ფარზე უდიდესი სამუშაო შეასრულა ვიქტორ სანიკიძემაც. ქულების დაგროვება კი მხოლოდ მეოთხე მეოთხედში დაიწყო.
ქართველების კარგ და საკუთარი გუნდის ცუდ თამაშზე გააკეთა აქცენტი უკრაინელთა დამრიგებელმა მაიკ ფრატელომ: „საქართველოს ნაკრებმა გაცილებით უკეთ ითამაშა. ჩვენ კი მხოლოდ შეცდომებს ვუშვებდით. ამასთან ერთად მოხსნებშიც მეტოქეს ჰქონდა უპირატესობა“.
დღეს უკვე მთელი საქართველო ბულგარეთის ნაკრებთან შეხვედრას ელოდება. ეს მატჩი თბილისის დროით 16:20 საათზე დაიწყება. ამ თამაშმა უნდა გადაწყვიტოს, მომდევნო ეტაპზე ჩვენი ჯგუფიდან რომელი გუნდი გავა მესამე ადგილით. აქამდე ნაჩვენები თამაშის ხარისხით უპირატესობას ყველა ქართველებს ანიჭებს.
ამის მიუხედავად, ყველა ხვდება, რომ ადვილი გასეირნება ჯვაროსნებს ნამდვილად არ ელოდებათ. რაც მთავარია, ეს კარგად აქვს გაცნობიერებული ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვსაც: „ბულგარეთს კარგად ვიცნობთ. აქამდე ორჯერ ვეთამაშეთ და ორჯერვე მოვიგეთ. არ უნდა დავკარგოთ თამაშზე კონტროლი და არ უნდა მოვდუნდეთ არც ერთი წამით. ევროპის ჩემპიონატმა ერთ რამეში დამარწმუნა - აქ სუსტი მოწინააღმდეგე არ არსებობს. შეიძლება დიდი უპირატესობით იგებდე და საბოლოოდ დამარცხდე, ანდაც პირიქით. ასეთი რამ კლაიპედაში უკვე ორჯერ დაგვემართა. ბულგარელებთან ურთულესი ბრძოლა გველის, შევეცდებით მაქსიმუმი გავიღოთ გამარჯვებისათვის“.
ევროპის ჩემპიონატი, ლიტვა, კლაიპედა
საქართველო - უკრაინა 69:53 (10:17, 20:16, 21:11, 18:9)
საქართველო: ცინცაძე (24 წთ. 14 ქ. 3 მ. 3 პ. 3 ფ. 1 დაკ.), მარკოიშვილი (33 წთ. 14 ქ. 3 მ. 5 პ. 2 ჩ. 3 ფ. 5 დაკ.), შენგელია (18 წთ. 12 ქ. 7 მ. 1 პ. 2 ფ.), სანიკიძე (33 წთ. 8 ქ. 12 მ. 1 პ. 1 ფ.), ჰეინესი (17 წთ. 7 ქ. 1 მ. 2 პ. 2 ჩ. 1 ფ. 3 დაკ.), ფაჩულია (27 წთ. 6 ქ. 6 მ. 1 პ. 1 ჩ. 4 ფ. 3 დაკ.), შერმადინი (13 წთ. 4 ქ. 2 მ. 4 ფ. 2 დაკ.), ცქიტიშვილი (7 წთ. 3 ქ. 1 ფ.), ვ. ბოისა (17 წთ. 1 ქ. 2 მ. 2 პ. 1 ფ.), გამყრელიძე (10 წთ. 1 მ.)
უკრაინა: პეჩეროვი (11 ქ.), ბერტი (11 ქ.), ფესენკო (7 ქ.), ლიშჩუკი (7 ქ.), პუსტოზვონოვი (5 ქ.), ლუკაშოვი (5 ქ.), ზაბირჩენკო (3 ქ.), კოლჩენკო (2 ქ.), კრავცოვი (2 ქ.)