ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს კიდევ ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე რეზო ბერიძე დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ცნობა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. უმცროსი სერჟანტი რეზო ბერიძე მესამე ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში მსახურობდა. მისი სამხედრო ნაწილი ჰელმანდის პროვინციაში იყო დისლოცირებული. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბერიძე პატრულირებისას, თალიბების თავდასხმისას მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. 2009 წლიდან მოყოლებული ის ISAF-ის მისიაში დაღუპული მე-10 ქართველი ჯარისკაცია.
საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა ღრმა მწუხარება ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას ქართველო ჯარისკაცის დაღუპვის გამო. რეზო ბერიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2002 წლიდან მსახურობდა.
საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა ღრმა მწუხარება ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას ქართველო ჯარისკაცის დაღუპვის გამო. რეზო ბერიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2002 წლიდან მსახურობდა.




