ამერიკის ღია პირველობაზე ქართველმა ანა ტატიშვილმა ასპარეზობა პირველივე წრეში დააასრულა. 21 წლის ჩოგბურთელის მოწინააღმდეგე, ტურნირზე მეჩვიდმეტე ნომრად განთესილი რუსი ანასტასია პავლუჩენკოვა იყო. თამაში ძირითადად ამ უკანასკნელის კარნახით წარიმართა. პავლუჩენკოვამ რეალურად მეტოქეს გამარჯვების მცირე შანსიც არ დაუტოვა. საბოლოოდ რუსმა ჩოგბურთელმა ტატიშვილს ოთხი გეიმი დაუთმო და ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით 6:2, 6:2 დაამარცხა.
წელს ეს ანა ტატიშვილისთვის დიდი სლემის მესამე ტურნირი იყო. საფრანგეთში და ამერიკაში მან პირველივე წრეში დაასრულა გამოსვლა. უიმბლდონზე კი შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა და მეორე წრემდეც მიაღწია.
წელს ეს ანა ტატიშვილისთვის დიდი სლემის მესამე ტურნირი იყო. საფრანგეთში და ამერიკაში მან პირველივე წრეში დაასრულა გამოსვლა. უიმბლდონზე კი შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა და მეორე წრემდეც მიაღწია.




