საქართველოს დებიუტი ბელგიასთან ექნება

 დღეს ლიტვაში საკალათბურთო ზეიმი იწყება. ბალტიისპირეთის ამ ქვეყანაში, სადაც სპორტის ეს სახეობა ლამის მეორე რელიგიად აქვთ გამოცხადებული ევროპის ჩემპიონატი გაიხსნება. წლევანდელ კონტინენტის პირველობას ქართველებიც დიდი ინტერესით ველოდებით. ეს ამ დონის ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტია. გაჩნდა ინფორმაცია, რომ ევროპირველობაზე ლიტველების შემდეგ ყველაზე მეტი ბილეთი სწორედ ქართველებმა შეიძინეს.

ჯვაროსნები პირველ ოფიციალურ შეხვედრას ქალაქ კლაიპედაში, დღეს ბელგიელების წინააღმდეგ ჩაატარებენ. ეს თამაში თბილისის დროით 16:20 საათზე დაიწყება. ჩვენი ნაკრების მატჩების ნახვის საშუალება გულშემატკივარს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით ექნება.

აღნიშნულ შეხვედრამდე და საერთოდ ტურნირამდე ნაკრები თითქმის ორი თვეა მოსამზადებელ შეკრებაზეა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გუნდმა თორმეტი ამხანაგური შეხვედრა გამართა. აქედან ექვსში გაიმარჯვა და ექვსში დამარცხდა. ამ მეტოქეებიდან ევროპის ჩემპიონატზე სამი გუნდი ასპარეზობს - ლიტვა, ლატვია, ისრაელი.

ამასთან ერთად, ამხანაგურ მატჩებში ნაჩვენებ თამაშის ხარისხს დიდი ყურადღება ალბათ არ უნდა მიექცეს. ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვის განცხადებებით, ის ჩემპიონატამდე არ აპირებდა გუნდის რეალური სახის გამოჩენას. აქედან გამომდინარე, გარკვეულ სიურპრიზებსაც უნდა ველოდოთ.

საქართველოს ნაკრები

უკანახაზელები: გიორგი ცინცაძე (192 სმ.), გიორგი გამყრელიძე (185 სმ.), მარკუს ჰეინესი (188 სმ.), ლაშა ფარღალავა (190 სმ.), მანუჩარ მარკოიშვილი, ანატოლი ბოისა (192 სმ.)

ფორვარდები: ვიქტორ სანიკიძე (203 სმ.) ვლადიმერ ბოისა (205 სმ.), თორნიკე შენგელია (207 სმ.), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (212 სმ.)

ცენტრები: ზაზა ფაჩულია (211 სმ.), გიორგი შერმადინი (216 სმ.)

მთავარი მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი

მწვრთნელები: დავით უსტიაშვილი, ჯეისონ სტოდტი


საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი:

31 აგვისტო. 16:20 სთ.

საქართველო - ბელგია

1 სექტემბერი. 19:00 სთ.

საქართველო - რუსეთი

3 სექტემბერი. 19:00 სთ.

საქართველო - სლოვენია

4 სექტემბერი. 16:20 სთ.

საქართველო - უკრაინა

5 სექტემბერი. 16:20 სთ.

საქართველო - ბულგარეთი

 

კომენტარები