პუტინი ბაიკერებთან ერთობა

რუსეთის პრემიერ-მინისტრი, ვლადიმერ პუტინი, სამბორბლიანი ჰარლი-დევიდსონით ბაიკერების ფესტივალს შეუერთდა.  ფესტივალი შავი ზღვის საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკში ტარდება.

58 წლის პუტინი ბაიკერების კლუბ „ღამის მგლებთან“ ერთად ნოვოროსიისკის ქუჩებში დასეირნობდა. პუტინს, მისი ექსტრემალური შოუების გამო, ამერიკის დიპლომატიურ არხებში „ალფა-ძაღლის“ სახელით მოიხსენიებენ. 

იგი წარსულში სხვადასხვა ექსტრემალური გართობის დროსაც გადაუღიათ. მთელმა მსოფლიომ ნახა  პუტინისა და  თავისი ძიუდოს მწვრთნელის ორთაბრძოლა. ის  მართავდა ავიაგამანადგურებელს და ნადირობდა ციმბირულ ვეფხვებზე.

კომენტარები