დღესდღეობით მძლეოსნობის სამყაროში ყველაზე სწრაფ ადამიანად აღიარებულმა უსეინ ბოლტმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დისკვალიფიკაციით დაასრულა. 100 და 200 მეტრზე სირბილში ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყველანაირი რეკორდის მფლობელმა იამაიკელმა, ტიტული უბრძოლველად დათმო.
სამხრეთ კორეის ქალაქ ტეგუში მიმდინარე მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე 100 მეტრზე სირბილში უსეინ ბოტმა ფალსტარტის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. არადა მთელი სეზონი ამ შეჯიბრებისათვის ემზადებოდა. ის აცხადებდა, რომ სწორედ ახლა მოხსნიდა საკუთარ რეკორდს და დისტანციას 9.58 წამზე უფრო სწრაფად დაფარავდა.
მთელი წლისა და სხვადასხვა ტურნირების განმავლობაში ბოლტი სტარტზე უპირატესობას მოწინააღმდეგეებს აძლევდა და მხოლოდ შემდეგ კრეფდა სიჩქარეს. ამჯერად თავიდანვე სცადა დაწინაურება. ზედმეტმა მონდომებამ თავისი გააკეთა -ფალსტარტის გამო გარბენიდან მოიხსნა.
ბოლტის არყოფნით კიდევ ერთმა იამაიკელმა, იოჰან ბლეიკმა ისარგებლა. მან სხვებზე სწრაფად დაფარა დისტანცია. ასი მეტრი 9.92 წამში გაირბინა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა. მეორე ადგილზე ამერიკელი უოლტერ დიკსი გავიდა. ბრინჯაოს მედალს 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 35 წლის კიმა კოლინზი დაეუფლა.