შოტლანდიის სამეფო ფონდმა ბელარუსისთვის ფულის გამოყოფაზე უარი თქვა

ადამიანის უფლეთა დამცველი ჯგუფების მიერ წამოწყებული კამპანიის შედეგად შოტლანდიის სამეფო ბანკმა (RBS) ბელარუსის მთავრობისთვის ფულის გამოყოფის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. სხვადასხვა ბანკი გასულ წელს 1,85 მილიარდი დოლარის ოდენობის სამთავრობო ობლიგაციების გაყიდვაში დაეხმარა ბელარუსს. Free Belarus Now და Index on Censorship-ის მტკიცებით, მსგავსი კომპანიები ,,ევროპის უკანასკნელი დიქტატორის“ რეჟიმს სიცოცხლეს უხანგრძლივებენ.

RBS -ის გადაწყვეტილების მიზეზად ბელარუსში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები სახელდება. ,, სხვა ფაქტორებთან ერთად, ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობასა და ეთიკურ საკითხებსაც, როდესაც  ბიზნესის კეთების ადგილს ვაფასებთ“ - ნახსენებია ბანკის ოფიციალურ განცხადებაში.

ევროკავშირმა გაყინა პრეზიდენტ ლუკაშენკოსა და რამდენიმე ოფიციალური პირის ანგარიშები. ასევე, საუბარია  იარაღისა ემბარგოსა და რამდენიმე ნედლეულის ექსპორტის აკრძალვაზეც. 

კომენტარები