ერთი ბრინჯაოთი ამოწურული მსოფლიო

 საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დასრულებულ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვეს. მესამე ადგილი და შესაბამისად ბრინჯაოს მედალი, შეჯიბრების ბოლო დღეს მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ (100 კგ.) დაისაკუთრა. მის გარდა იგივეს გაკეთების ყველაზე კარგი შანსი ლომერ ჟორჟოლიანს (100 კგ.) ჰქონდა. თუმცა მან ჯერ მეოთხედფინალი დათმო ეგვიპტელ რამადან დარვიშთან, შემდეგ კი დამამშვიდებელ წრეში ვერაფერი გააწყო ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან.

წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე, ავსტრიელი პიტერ ზაიზენბახერის გაწვრთნილმა ნაკრებმა ვერაფრის გაკეთება ვერ მოახერხა. ძიუდოისტების უდიდესი ნაწილი გადაღლილი ჩანდა და ვერც ტაქტიკურ-ტექნიკურად გამოიყურებოდა სხვებზე უკეთესად.

ბოლო დღეს ირაკლი ცირეკიძეს მედალი, რომ არა საქართველოს ნაკრები საერთოდ უმედლოდ დაასრულებდა ასპარეზობას. ასეთი შედეგი კი ჩვენებს დიდი ხანია არ უჩვენებიათ. ერთმა მესამე ადგილმა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეთხუთმეტე პოზიციაზე გადაიყვანა.

უმედლობასთან ერთად ყველაზე საინერვიულო ისაა, რომ მომავალ წელს ლონდონის ოლიმპიადაა და ჯერჯერობით ლიცენზიების მხრივაც ვერ გვაქვს საქმე სახარბიელოდ. ამასთან ერთად, ჯერჯერობით ტურნირზე მაღალ დონეზე გამოსვლის პერსპექტივაც არ ჩანს.

 

ძიუდო, მსოფლიო ჩემპიონატი, პარიზი

60 კგ. 1. რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი) 2. ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია) 3. გიორგი ზანთარაია (უკრაინა) 3. ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)

66 კგ. 1. მასაში ებინუმა (იაპონია) 2. ლეანდრო კუნია (ბრაზილია) 3. იუნ ჰო ჩო (სამხრეთ კორეა) 3. მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)

73 კგ. 1. რიკი ნაკაია (იაპონია) 2. დექს ელმონტი (ჰოლანდია) 3. ნავრუზ ჟურაკობილოვი (უზბეკეთი) 3. უგო ლეგრანი (საფრანგეთი)

81 კგ. 1. კიმ ჟაე ბუმი (სამხრეთ კორეა) 2. სრჟან მრვალიევიჩი (ჩერნოგორია) 3. ლეანდრო გილეირო (ბრაზილია) 3. სერგიუ ტომა (მოლდოვა)

90 კგ. 1. ილიას ილიადისი (საბერძნეთი) 2. დაიკი ნიშიამა (იაპონია) 3. ეშლი გონსალესი (კუბა) 3. ტაკაში ონო (იაპონია)

100 კგ. 1. ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი) 2. მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი) 3. ირაკლი ცირეკიძე (საქართველო) 3. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)

+100 კგ. 1. ტედი რინერი (საფრანგეთი) 2. ანდრეას ტოლცერი (გერმანია) 3. კიმ სუნ მინი (სამხრეთ კორეა) 3. ალექსანდრ მიხაილინი (რუსეთი)

კომენტარები