სულ რამდენიმე დღეში ლიტვაში ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი იწყება. ამ შეჯიბრებაზე სხვებთან ერთად საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს. ტურნირის დაწყებამდე ბოლო რეპეტიცია იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა ჯვაროსნებმა შეჯიბრების მასპინძელ ლიტველებთან გაიარეს.
ქართველმა კალათბურთელებმა თავი კარგად წარმოაჩინეს. ძლიერ მოწინააღმდეგეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და საბოლოოდ 80:88 დამარცხდნენ. ჩვენმა მოთამაშეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ის თეორია, რომ ისინი ძლიერ და სუსტ გუნდებთანაც იბრძვიან. ეს გარკვეულწილად ცუდი არაა, მაგრამ როდესაც შენზე გაცილებით სუსტთანაც კი ვერ იგებ ადვილად ცოტა სანერვიულოა.
ამის მიუხედავად, ლიტველებთან თამაშმა ბევრი სასიკეთო სიახლე დაგვანახა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოჩნდა უფრო გუნდური კალათბურთი და დაცვაში მეტნაკლებად დალაგებული თამაში.
საწყისი წუთების ჩაგდების შემდეგ, ზაზა ფაჩულიამ და მისმა თანაგუნდელებმა ნელ-ნელა მოახერხეს თამაშის გათანაბრება და რაღაც მომენტში წინ გასვლაც შეძლეს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გუნდში გამოკვეთილია 9 კაციანი ბირთვი. ესენი არიან: გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ვლადიმერ ბოისა, ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, თორნიკე შენგელია და მარკუს ჰეინესი. ალბათ ყველაზე მეტად, სწორედ ამ მოთამაშეებს დაეყრდნობა იგორ კოკოშკოვი ევროპის ჩემპიონატზე.
კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე 31 აგვისტოს, ქალაქ კლაიპედაში ბელგიის ნაკრები იქნება. ამ გუნდთან ბოლო ორი შეხვედრიდან ორივე წავაგეთ. ამჯერად ჯვაროსნებს გამარჯვება სჭირდებათ, რათა მომდევნო ეტაპის საგზურისათვის ბრძოლის კარგი შანსი გაუჩნდეთ.
კალათბურთი, ამხანაგური მატჩი
ლიტვა - საქართველო 88:80 (26:19, 16:21, 25:23, 22:17)
ლიტვა: იასიკევიჩუსი (19), იასაიტისი (16), სონგაილა (9), იავტოკასი (9), პეტრავიჩუსი (6), იანკუნასი (6), ლავრინოვიჩი (5), კალნიეტისი (5), კაუკენასი (5), დელინინკაიტისი (4), ვალანცუნასი (2), ფოციუსი (2)