ქართული კლუბებისათვის საფეხბურთო ევროსეზონი ფლეი ოფში დამთავრდა. ერთმანეთის მიყოლებით, ევროპის ლიგას ჯერ თბილისის დინამო, შემდეგ კი ზესტაფონი დაემშვიდობა. გულშემატკივრებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ორი გუნდიდან ერთ-ერთი მაინც მოახერხებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას. თუმცა ამის მიღწევა ვერ მოხერხდა. ეროვნულ სტადიონზე დინამოელები ბერძნულ აეკთან დაპირისპირებაში კოშკაძის დარტყმით მეორე წუთზე დაწინაურდნენ. მათ ძირითად 90 წუთში მეორე ბურთის გატანა ვეღარ შეძლეს და შეხვედრაც დამატებით დროში გადავიდა. აი იქ კი 111-ე წუთზე ეიდურ გუდიონსენის წაქცევისათვის 11-მეტრიანი დარტყმა დაინიშნა. მისი გამოყენება ბრაზილიელმა ლეონარდომ მოახერხა და ყველაფერი აქ დასრულდა.
თუმცა მთლიანობაში მაინც არ დასრულებულა. ფეხბურთელებს შორის გაწევ-გამოწევაც წავიდა და არ მაყურებლებს დაზარებიათ ტრიბუნებიდან ბოთლებისა და სხვადასხვა საგნების სროლა.
ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ზესტაფონმა გასვლაზე ბრიუგეში ვერაფერი გააწყო ბელგიური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან. მასპინძლებმა თბილისური 3:3-ის შემდეგ, სახლში იმერული კლუბი 2:0 დაამარცხეს და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც მოხვდნენ. როინ კვასხვაძის კარში ორივე გოლი აკპალამ გაიტანა.
ევროპის ლიგის ფლეი ოფი, განმეორებითი შეხვედრები
დინამო - აეკი 1:1 (დამატებით დროში)
გოლები: 1:0 კოშკაძე (2), 1:1 ლეონარდო (111 პენ.)
გაძევება: კაკუბავა (111)
დინამო: ლორია, ოდიკაძე, თომაშვილი, კაკუბავა, რეხვიაშვილი, კვეკვესკირი, ალვარო, კოშკაძე (ჯიღაური, 79), ჩისკო (კახელიშვილი, 104), რობერტინიო (კოტო, 74), იაგუე
აეკი: კონსტანტინოპულოსი (არაბაცისი, 36), გეორგიასი, მანოლასი, კალა, კოსე კარლოსი (კაფესი, 105), კარაბელასი, ლაგოსი, მაკოსი, ლიბეროპულოსი (ლეონარდო, 63), გუდიონსენი, გენცოღლუ
ბრიუგე - ზესტაფონი 2:0
გოლები: 1:0 აკპალა (7), 2:0 აკპალა (27)
ბრიუგე: კოსემანსი, ალმებეკი, ჰოგლი, ციმლინგი, ჰოეფკენსი, დირარი, ვასკესი (ბლონდელი, 65), რაფაელოვი, დონკი, ოჯიჯა (ვან აკერი, 79), აკპალა (მეუნიერი, 70)
ზესტაფონი: კვასხვაძე, ალადაშვილი (საჯაია, 44), კობახიძე, ონიანი, ელიავა, გრიგალაშვილი, გორგიაშვილი, ძარია (ბენაშვილი, 33), აფციაური (წინამძღვრიშვილი, 56), გელაშვილი, დვალი