ქეცბაიას სასექტემბრო რჩეულები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ იმ მოთამაშეების სია გამოაქვეყნა, რომლებიც სექტემბერში გასამართი შეხვედრებისათვის მოემზადებიან. ჯვაროსნები 28 აგვისტოს თბილისში შეიკრიბებიან. ლატვიასთან თამაში 2 სექტემბერს გაიმართება, 6 რიცხვში კი ქართველი ფეხბურთელები მალტის ნაკრებს დაუპირისპირდებიან გასვლაზე.

გუნდი ბოლო პერიოდში დამკვიდრებულ ტრადიციას გააგრძელებს და მატჩისათვის ამჯერადაც სანაკრებო ბაზა ბასაზე მოემზადება.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში განსაკუთრებული მოულოდნელობა არც ერთი მოთამაშის გამოჩენა არაა. თითქმის ყველა ის ფეხბურთელია, რომლებსაც ბოლო ხანებში ისედაც ხშირად ეძლეოდა თამაშის საშუალება. სიახლედ კი უკრაინულ არსენალში მოთამაშე ალექსანდრე კობახიძის გამოძახება შეიძლება მივიჩნიოთ.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი), ნუკრი რევიშვილი (ანჟი, რუსეთი)

მცველები: ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერსპორი, თურქეთი), კახა კალაძე (ჯენოა, იტალია), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია)

ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი (ჰერტა, გერმანია), ჯაბა კანკავა (კრივბასი, უკრაინა), მურთაზ დაუშვილი (ზესტაფონი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), დავით თარგამაძე (ოლექსანდრია, უკრაინა), დავით კვირკველია (პანიონიოსი, საბერძნეთი), ირაკლი მაისურაძე (მეტალურგი), შოთა გრიგალაშვილი (ზესტაფონი), ალექსანდრე გურული (კარპატი, უკრაინა)

თავდამსხმელები: ოთარ მარცვალაძე (კრასნოდარი, რუსეთი), ვლადიმერ დვალიშვილი (მაქაბი, ისრაელი), დავით სირაძე (ნალჩიკის სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე, გერმანია), ალექსანდრე კობახიძე (არსენალი, უკრაინა)

 

კომენტარები