ესპანეთისთვის ახალგაზრდები შეარჩიეს

სექტემბრის დასაწყისში საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ორ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ორივე ამ დაპირისპირებაში ოთარ გაბელიას გუნდის მეტოქე, ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი - ესპანეთის ნაკრები იქნება. პირველი თამაში თბილისში 1 სექტემბერს ჩატარდება, უკვე ხუთში კი მატჩს ესპანელები უმასპინძლებენ. ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოთარ გაბელიამ აღნიშნული დაპირისპირებისათვის უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებიც შეკრებაზე ჩამოვლენ. გუნდის ძირითადი ნაწილი 28 აგვისტოს შეიკრიბება, დანარჩენები კი 29-ში შეუერთდებიან.

ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ნაკრები სასტუმრო ბომონდ გარდენში დაბინავდება, სავარჯიშოდ კი საფეხბურთო სკოლა ოლიმპიკის მოედანს გამოიყენებს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (ლე მანი, საფრანგეთი), თორნიკე ზარქუა (სპარტაკი)

მცველები: ლევან კაკუბავა (დინამო), თორნიკე აფაქიძე (ბაია), ნიკოლოზ ჯიშკარიანი (გაგრა), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), ლაშა კალანდაძე (გაგრა), ივანე კანდელაკი (სკონტო, ლატვია), ავთანდილ ბრაჭული (რუბინი, რუსეთი)

ნახევარმცველები: თორნიკე ოქრიაშვილი (ილიჩევეცი, უკრაინა), ზაქარია ბეგლარიშვილი (ფლორა, ესტონეთი), ნიკა ძალამიძე (ვიძევი, პოლონეთი), გივი იოსელიანი (ტორპედო), თორნიკე თარხნიშვილი (ტორპედო), ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), ნიკა კვეკვესკირი (დინამო)

თავდამსხმელები: გიორგი ჭანტურია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი ქობალია (ბაია), ირაკლი შეყილაძე (ემპოლი, იტალია)

კომენტარები