Hewlett Packard კომპიუტერებს აღარ აწარმოებს

HP-ის განცხადებით, კომპანია შეწყვეტს კომპიუტერების და ტელეფონების წარმოებას და სრულად გადავა პროგრამების წარმოებაზე. ამერიკულმა კომპიუტერულმა კომპანიამ ბრიტანული პროგრამების მწარმოებელი Autonomy შეიძინა. გარიგება HP-ის 11.7 მილიარდი დოლარი დაუჯდა. HP– მ აგრეთვე განაცხადა, რომ ის გაყიდის კომპიუტერების წარმოების ბიზნესს და შეწყვეტს webOS-ის ტექნოლოგიის წარმოებას. webOS Hewlett Packard-ის ტაბლეტური კომპიუტერების და ტელეფონების ოპერატიული სისტემა იყო, თუმცა პროგრამა წარუმატებელი გამოდგა.

კომენტარები