საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ნავსი გატეხა და ისრაელის ნაკრები დაამარცხა. თბილისში გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა 97:91 გაიმარჯვეს. მანამდე გამართული სამივე შეხვედრა ებრაელებს ჰქონდათ მოგებული. ეს წელს ერთადერთი თამაშია, რომელიც იგორ კოკოშკოვის გუნდმა საქართველოში გამართა. ევროპის ჩემპიონატისათვის მოსამზადებელი ციკლი ისე აეწყო, რომ ნაკრებს ყველა შეხვედრის საზღვარგარეთ ჩატარება უწევს.
ისრაელის ნაკრებთან ჩვენმა გუნდმა ჰოლანდიაში, რამდენიმე დღის წინაც ითამაშა. იქ არიკ შივეკის გუნდმა 77:72 გაიმარჯვა. ამჯერად კი რევანშის აღება მოხერხდა. დაძაბული თამაშის მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება საქართველოს ნაკრებს დარჩა.
რეალურად მასპინძელთა შემადგენლობაში, ერთი გამორჩეული მოთამაშე არ ყოფილა. მოედანზე გამოსულმა თითქმის ყველა კალათბურთელმა, მეტ-ნაკლები წარმატებით იასპარეზა. მთავარ პრობლემად კი გუნდური დაცვა შეიძლება დასახელდეს. იყო მომენტები, როდესაც მეტოქის მოთამაშეები სრულიად მარტო რჩებოდნენ და ქულების დაგროვება არ უჭირდათ. ამასთან ერთად, ჯერ იყო და პირველ ნახევარში ვერ გადაიჭრა მოწინააღმდეგის ათი ნომრის, ბერნშტაინის პრობლემა, რომელმაც ოც წუთში 14 ქულა ჩაგვიგდო. შემდეგ ის თითქოს შეაჩერეს, ამის მეტი ქულა ვეღარ აიღო. სამაგიეროდ პნინმა აიწყვიტა და ყველაზე შედეგიანიც გახდა ორივე გუნდის შემადგენლობაში - 26 ქულა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება იგორ კოკოშკოვსა და მის მოთამაშეებს დარჩათ. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გარკვეული დროა დარჩენილი. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენმა კალათბურთელებმა შეცდომების მაქსიმალურად აღმოფხვრაზე უნდა იმუშაონ.
თბილისურ შეხვედრაში თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა ნაკრების ახალმა ამერიკელმა - მარკიზ ჰეინესმა. ის ბოლომდე არც გამთამაშებელი იყო და ვერც მსროლელად გამოდგა. ახლა იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ 31 აგვისტომდე ეს კალათბურთელი გუნდს შეეწყობა და ლიტვაში გაცილებით მეტ სარგებელს მოგვიტანს.
სხვადასხვა მოემენტებში ლიდერობის თავის თავზე აღებას ახერხებდნენ ნაკრების უკვე სტაჟიანი წევრები. ხან ზაზა ფაჩულია და ვლადიმერ ბოისა დომინირებდნენ მეტოქის ფართან, ხანაც ვიქტორ სანიკიძე და მანუჩარ მარკოიშვილი ენაცვლებოდნენ.
საქართველო - ისრაელი 97:91 (24:25, 21:18, 24:23, 28:25)
საქართველო: ფაჩულია (29 წთ. 18 ქ. 7 მ. 2 პ. 3 დაფ. 2 ფ. 1 დაკ.), სანიკიძე (25 წთ. 15 ქ. 6 მ. 4 პ. 2 დაფ. 3 ფ.), ვ. ბოისა (18 წთ. 13 ქ. 3 მ. 2 პ. 4 ფ. 1 დაკ.), მარკოიშვილი (27 წთ. 13 ქ. 7 მ. 3 პ. 1 ჩ.), შენგელია (16 წთ. 10 ქ. 7 მ. 2 დაფ. 2 ფ. 4 დაკ.), ცქიტიშვილი (21 წთ. 10 ქ. 3 მ. 2 პ. 1 დაფ. 2 ფ. 1 დაკ.), ჰეინესი (21 წთ. 9 ქ. 2 მ. 3 პ. 1 ფ. 2 დაკ.), შერმადინი (10 წთ. 5 ქ. 4 მ. 2 დაფ. 2 ფ.), ცინცაძე (26 წთ. 2 ქ. 4 მ. 7 პ. 1 ჩ. 2 დაკ.), გამყრელიძე (8 წთ. 2 ქ. 1 მ. 2 პ. 2 ჩ. 1 ფ. 1 დაკ.)
ისრაელი: პნინი (33 წთ. 26 ქ.), ბლუ (22 წთ. 14 ქ.), ბერნშტაინი (34 წთ. 14 ქ.), ელიაჰუ (23 წთ. 14 ქ.), მეკელი (33 წთ. 10