ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის ჟურნალისტებმა 24-საათიანი გაფიცვა დაიწყეს. ისინი თავიანთი კოლეგების სამსახურიდან იძულებით გათავისუფლებას აპროტესტებენ. როგორც ცნობილია, კორპორაციის დატოვება ასობით თანამშრომელს მოუწევს. BBC-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, თანამშრომლების სამსახურიდან იძულებითი გათავისუფლება გარდაუვალია, თუმცა, შემცირებულთა რიცხვი დაგეგმილზე ნაკლები იქნება. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ახალი ამბების განყოფილებიდან 400-ზე მეტი ჟურნალისტი დაითხოვეს.
საკადრო შემცირებასთან დაკავშირებით 24-საათიანი გაფიცვა ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის წევრების ორგანიზებით BBC-ის თანამშრომლებმა ორი კვირის წინაც მოაწყვეს. მაშინ ამას BBC-ის ტელე და რადიო-გადაცემების შემცირებული გრაფიკით მაუწყებლობა მოჰყვა. ამჯერად BBC-ის ხელმძღვანელობამ აუდიტორიას წინასწარ მოუხადა ბოდიში ყველა შესაძლო ხარვეზისთვის.
იძულებითი გათავისუფლების გამო BBC-ის ჟურნალისტები მეორედ გაიფიცნენ
tbl.ge/gs7
დაკოპირდა




