პრემიერმა ექვსი თვის ეკონომიკური აქტივობები შეაფასა

მთავრობის კანცელარიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა ბოლო ექვსი თვის ეკონომიკური აქტივობები შეაფასა. პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა მიმოიხილა საქართველოს ექსპორტ–იმპორტის მაჩვენებლები და აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა როცა ექსპოსრტ–იმპორტს შორის უარყოფითი სალდო არ არსებობს.

ექვსი თვის მონაცემებით, ექსპორტი 44%–ს შეადგენს. ნიკა გილაურმა ჩამოთვალა ქვეყნები, რომელთანაც საქართველოს აქვს სავაჭრო ურთიერთობა და  ის ძირითადი პროდუქცია, რომლის ექსპორტსაც საქართველო აწარმოებს: მანქანების რეექსპორტი, ფეროშენადნობები, ოქრო და ჯართი.

მინისტრთა კაბინეტის შეკრებაზე, ასევე, განიხილეს ქვეყანაში ინფლაციის დონე და აღნიშნეს, რომ  გასულ თვეს ეს ციფრი 10%-ზე ჩამოვიდა, ხოლო ივლისში კი 8,5-9% იქნება. ოფიციალური ინფორმაციით, ინფლაციის შემცირებაზე გავლენა  მსოფლიოში სასურსათო პროდუქციაზე ფასების შემცირებამ იქონია, რამაც საქართველოს ბაზარზე ფასების შემცირება გამოიწვია.


კომენტარები