”ატლანტისი” ბოლო მისიიდან დაბრუნდა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/air_face.png##fbimage#
კოსმოსური შატლი ”ატლანტისი” ბოლო მისიის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა. შატლი ფლორიდაში, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის ტერიტორიაზე დაჯდა. ამით შატლ ”ატლანტისის” 30-წლიანი პროგრამა დასრულდა. ბოლო მისიის დროს კოსმოსურმა ხომალდმა საერთაშორისო კოსმოსური სადგური ხუთი ტონა საკვებით და ტექნიკური მოწყობილობებით მოამარაგა.

კომენტარები