ევროვიზიაზე სომხეთი უსაფრთხოების ”სერიოზულ გარანტიებს” ითხოვს

სომხეთს მუსიკალურ კონკურს ევროვიზია 2012-ში მონაწილეობს სურს, თუმცა, ამავე დროს უსაფრთხოების ”სერიოზულ გარანტიებს” მოითხოვს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო News.am-ი იუწყება. ევროვიზიის კონკურსი მომავალ წელს აზერბაიჯანში ტარდება. სომხური მხარე კი თავისი დელეგაციის უსაფრთხოების გარანტიებს არა მხოლოდ აზერბაიჯანისგან, არამედ კონკურსის ორგანიზატორებისგან - ევროპელი ტრანსლატორების კავშირისგანაც ითხოვს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ ბაქო მზად არის კონკურსის სომეხი მონაწილეების უსაფრთხოება უზრუნველყოს, თუმცა ევროვიზიის სომხური დელეგაციის ხელმძღვანელმა, გოარა გასპარიანმა აღნიშნა, რომ სომხური მხარე მხოლოდ ამით ვერ დაკმაყოფილდება და ამ საკითხს ევროპელი ტრანსლატორების კავშირთან მოლაპარაკებებზე წამოწევს. ”ეს საკითხი ჯერ არ განგვიხილავს.  ამჟამად ჩვენი ყურადღება საბავშვო ევროვიზია 2011-სკენ არის მიმართული, ” თქვა გასპარიანმა. მან დასძინა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს ჯერ არ გამოუთქვამს ამ კონკურსში მონაწილეობის სურვილი.

საბავშვო ევროვიზია 2011 წელს ერევანში ჩატარდება. ევროვიზია 2012 კი აზერბაიჯანის დედაქალაქში 22-26 მაისს გაიმართება.

კომენტარები