მოსკოვში გამართულ შვიდკაცა რაგბის ევროპულ გრან-პრიზე საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა. ჯგუფურ ეტაპზე კახა ალანიას გუნდმა ხუთი შეხვედრიდან ოთხის მოგება მოახერხა და ესპანელების შემდეგ მეორე ადგილით ნახევარფინალში გავიდა. ჯგუფურ რაუნდში ქართველმა მორაგბეებმა 12:7 დაამარცხეს საფრანგეთი, რუმინეთი - 21:12, უკრაინა - 14:12 და უელსი - 14:0. ერთადერთი მარცხი ჩვენს გუნდს ესპანელებმა აგემეს - 5:24.
ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მისი მოწინააღმდეგე პორტუგალიის ნაკრები იყო. პირინეელები შვიდკაცა რაგბიში ჯერჯერობით ჩვენზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ და მათთან დამარცხებაც არ იყო გასაკვირი. პორტუგალიელებმა 24:10 გვაჯობეს და მესამე ადგილოსნის გასარკვევად ესპანელებთან გაგვისტუმრეს. ბოლო წლებში რაგბის ამ სახეობას მათაც კარგად მიხედეს და ეს შედეგებშიც გამოჩნდა - 27:0 ესპანელების სასარგებლოდ.
წლევანდელი სეზონიდან ევროპული შვიდკაცას სერია განსხვავებული სისტემით ტარდება. გუნდები სხვადასხვა დონეებად დაიყვნენ. ელიტარულ დივიზიონში 12 ნაკრები თამაშობს, მათ შორის საქართველოს, პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებებთან ერთად ექვსი ერის წარმომადგენლებიც არიან. სულ ოთხი ეტაპი იმართება და საბოლოოდ დაკავებული ადგილების მიხედვით ქულები ჯამდება. ევროპის ჩემპიონად კი ის გუნდი გამოცხადდება, რომელიც თავს ყველაზე მეტ ქულას მოუყრის.
საქართველოს ნაკრებმა უკვე ორი ეტაპი ითამაშა - ლიონსა და მოსკოვში. ამ დროისათვის 22 ქულით საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილს ვიკავებთ. ჩვენს უკან არიან რუსებიც, რუმინელებიც და უელსელებიც. მომდევნო ეტაპს 9-10 ივლისს ბარსელონა უმასპინძლებს, დასკვნითი ფინალური გრან-პრი კი ბუქარესტში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების მოსკოვური შემადგენლობა: ირაკლი გეგენავა (ყოჩები), გიორგი თხილიაშვილი (ბათუმი XV), გიორგი კობერიძე (ლოკომოტივი), მერაბ შარიქაძე (აკადემია), დავით ჩიტიძე (ლოკომოტივი), ირაკლი ღვინჯილია (ლოკომოტივი), შალვა მახარაშვილი (ყოჩები), გიორგი კალმახელიძე (არმია), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია), ბექა ბიწაძე (არმია), ალექსანდრე ტუჩაშვილი (ლოკომოტივი), ზაქარია ზირაქიშვილი (ხარები). მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია, მწვრთნელი: პალიკო ჯიმშელაძე, მენეჯერი: გიორგი ასათიანი, ექიმი: უჩა ნებიერიძე
ორი ეტაპის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ასეთია:
1. ინგლისი - 36 ქ (18+18)
2. ესპანეთი - 31 (16+15)
3. პორტუგალია - 30 (14+16)
4. საფრანგეთი - 27 (15+12)
5. საქართველო - 22 (8+14)
6. რუსეთი - 20 (12+8)
7. უელსი - 20 (10+10)
8. იტალია - 10 (4+6)
9. ჰოლანდია - 7 (6+1)
10. რუმინეთი - 6 (2+4)
11. უკრაინა - 6 (3+3)
12. მოლდოვა - 3 (1+2)