დალასი ჩემპიონია!

NBA-ს ისტორიაში პირველად, ჩემპიონის ტიტულს დალას მავერიქსი დაეუფლა. ამ გუნდმა დღეს გამთენიისას ფინალური სერიის მეექვსე შეხვედრაში მაიამი ჰიტი 105:95 დაამარცხა. ტექსასურმა გუნდმა საერთო ჯამში 4:2 მოუგო მოწინააღმდეგეს, ამ გამარჯვების ძირითადი მიზეზი კი კარგი გუნდური თამაში გახლდათ. რაც მთავარია, დირკ ნოვიცკის სახით გუნდში აღმოჩნდა ის კალათბურთელი, რომელმაც გადამწყვეტ მომენტებში სასწაულები ჩაიდინა. გერმანელი სუპერვარსკვლავის ანგარიშზე სერიაში საშუალოდ 26 ქულა იყო. ასეთი თამაშის შემდეგ ფინალური მატჩების MVP-დ ნოვიცკის დასახელება ნამდვილად აღარავის გაჰკვირვებია. ნოვიცკი გახდა მეორე ევროპელი ფრანგი ტონი პარკერის შემდეგ, რომელმაც ეს ტიტული დაისაკუთრა.

დალასელებმა ფინალში 2006 წელსაც ითამაშეს და მაშინაც მაიამი ჰიტს შეხვდნენ, უბრალოდ იმ დროს დუეინ უეიდმა და შაკილ ონილმა მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვეს და 4:2 დაამარცხეს. ახლა კი ყველაფერი პირიქით მოხდა.

კომენტარები