ესპანეთში ქურდი-აკრობატი დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ ქალაქ ბარსელონაში დააკავა ქურდი, რომელიც თვითმფრინავის მგზავრების ჩემოდნებში ჯდებოდა და ისე ქურდავდა მათ. მგზავრების გაქურდვას ის აეროპორტის ავტობუსებში ახერხებდა.

პოლიციელების თქმით, ქურდი-აკრობატი მათ ერთ-ერთ ჩემოდანში იპოვეს. სამართალდამცველებმა ჟურნალისტებს აცნობეს, რომ ეჭვმიტანილს თან მობილური ტელეფონი და ჩემოდნის საკეტების გასახსნელი მოწყობილობა ჰქონდა.

ესპანელმა სამართალდამცველებმა ქურდ-აკრობატთან ერთად მისი თანამზრახველიც დააკავეს. პოლიციელების თქმით,  ჩემოდანს, რომელშიც მისი მეგობარი იჯდა,  ის ავტობუსის ჩემოდნების განყოფილებაში ათავსებდა. 

კომენტარები