რასმუსენი: NATO რუსეთის პირობებს არ მიიღებს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/rasna.png##fbimage#
 NATO-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოში თავდაცვის მინისტრების დონეზე შეხვედრის დაწყების წინ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. რუს ჟურნალისტთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ რუსეთი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისგან ვერ მიიღებს ვერანაირ იურიდიულ დოკუმენტს და გარანტიებს იმის შესახებ, რომ  ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის შექმნა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ იქნება . ამასთანავე, მან განაცხადა, რომ ალაიანსის ხელმძღვნელობა შეუძლებლად მიიჩნევს რუსეთთან  ერთიანი ანტისარეკეტო თავდაცვითი სისტემის შექმნას ევროპაში. რუსეთმა  აშშ-სა და NATO-ს მოსთხოვა იურიდიული გარანტიები, რომ ევროპაში განთავსებული ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემები  არ იქნება მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. რუსი სამხედრო ექსპეტების  გათვლით, ჩრდილოეთ ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის განთავსების შემთხვევაში,  ამ სისტემის მოქმედების რადიუსი რუსეთში ურალის მთებამდე  მიაღწევს, რაც რუსეთისთვის მიუღებელია.  როგორც ცნობილია, რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციაში, რომელიც 2011 წელს გამოქვეყნდა, NATO პოტენციურ საფრთხედ განიხილება.

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვევდევმა ცოტა ხნის წინ წამოაყენა წინადადება ე. წ. სექტორალური ერთიანი ევროპული ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების შექმნის შესახებ. მედვედევის შეთავაზების მიხედვით, ევროპა სექტორებად დაიყოფა და რუსეთი უზრუნველყოფს საკუთარი და ასევე პოლონეთის, ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის საჰაერო  და კოსმოსური სივრცეების დაცვას საკუთრი ანტისარაკეტო სისტემებით, ხოლო NATO გააკონტროლებს დანარჩენ ევროპას. მედვევდევმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის ეს პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, მოსკოვი სტარტეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ დადებული ხელშეკრულებიდან გავა.

”ინტერფაქსთან” ინტერვიუში რასმუსენმა აღნიშნა, რომ NATO ამ წინადადებებს ვერ გაიზიარებს. „უფრო მრავალისმომცემი გზა  დიდი ურთიერთნდობისკენ ალიანსსა და რუსეთს შორის სადაო საკითხების ღია განხილვა,  პოლიტიკური დებატები და აზრთა ურთიერთგაცვლაა და არა რთული იურიდიული ფორუმულირებები, რომელთა შეთანხმება და რატიფიცირება   29  ქვეყანაში ძალიან რთული იქნება,” თქვა მან.  რასმუსენმა ასევე აღნიშნა, რომ NATO ვერ გადასცემს კოლექტიური უსაფრთხოების წვერი ქვეყნების უსაფრთხოებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობას რუსეთს,  ვინაიდან რუსეთი არ არის NATO-ს წევრი , ხოლო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წვერ სახელმწიფოთა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე NATO-ს ერთიანი სისტემა ზრუნავს.

„საჯაროდ ვაცხადებ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ NATO არასოდეს დასხმება თავს რუსეთს და დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთიც ასევე განიხილავს NATO-ს,“ განაცხდადა რასმუსენმა, თუმცა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ მტკიცებისა,  მხარეებს შორის არის უნდობლობა.  მისი თქმით, NATO არ წარმოდგენს საფრთხეს რუსეთის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის, ხოლო ორმხრივი უნდობლობა ცივი ომის მემკვდრეობად მიაჩნია.  ”ალიანსის   გაფართოება,  რომელიც რუსეთს აშფოთებს, სინამდვილლეში მისი [რუსეთის] უსაფრთხოებას მხოლოდ გაამყარებს,“ აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ინტერესების სფეროების არსებობის კონცეფცია ”ძალიან დაძველდა და მისი ადგილი ისტორიის სანაგვეზეა.” 

რუსი ექსპერტების თქმით,  რასმუსენის ეს განცხადება მოსკოვს გზას უხსნის შეასრულოს საკუთარი მუქარა  სტარატეგული შეტევითი შეიარღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ. თუმცა, რუსულ მედიაში სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედვად მუქარისა, რუსეთის პოზიცია ევროპაში აშშ-ს ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების განლაგების შესახებ მკვეთრად შეცვლილია. ექსპერტების აზრით, თუ რუსეთი ადრე ამბობდა „არა! არა! და კიდევ ერთხელ არა!“, ახლა მოსკოვი მზად არის დაეთანხმოს ვაშინგტონის გეგმას, მხოლოდ გარკვეული პირობების სანაცვლოდ. თუმცა კრემლისთვის პრობლემას ის წარმოადგენს, რომ  ამ პირობებზე აშშ-სა და NATO-ს თანხმობის მიღებას ვერ ახერხებს.

კომენტარები