NATO-მ ტელევიზია დაბომბა

  ლიბიის ტელევიზიამ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელზეც მათი მტკიცებით, ასახულია NATO-ს კოალიციური ძალების მიერ დაბომბილი ტელევიზიის სტუდიები. უცხოელ ჟურნალისტებს ლიბიის დედაქალაქში აჩვენეს დაზიანებული შენობები, რომლებიც ლიბიელი ოფიციალური პირების თქმით,  მთავრობას ეკუთვნოდა და სამხედრო სამიზნეს არ წარმოადგენდა.  იმის გამო, რომ ლიბიის ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს უცხოელი ჟურნალისტების მუშაობას ქვეყანაში, მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია.  

კომენტარები