ქართველმა სამართალდამცველებმა ტერორისტული აქტის განხორციელების მორიგი მცდელობა აღკვეთეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. შსს-ს ვებ გვერდზე განთავსებული განცხადების მიხედვით, პოლიციამ მცხეთის რაიონში დააკავა ბადრი გოგიაშვილი, რომელსაც თან ჰქონდა ასაფეთქებელი ნივთიერება. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ მას ახალგორში დისლოცირებული რუსეთის სასაზღვრო ჯარების უფროსის მოადგილის ალექსეი სოკოლოვის, ახალგორის სამმართველოს მილიციის უფროსის, ვლადიმერ ფუხაევის და ახალგორის სამმართველოს მილიციის თანამშრომლის, ვოვა კიბილოვის მიერ მიღებული ჰქონდა დავალება თბილისში მოეძებნა შენობა, რომელზედაც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, ევროკავშირის ან აშშ-ს დროშა იქნებოდა განთავსებული.
შსს იუწყება, რომ გოგიაშვილის მიერ დასახელებული შენობებიდან დამკვეთებმა თბილისში NATO-ს სამეკავშირეო ოფისი შეარჩიეს და გოგიაშვილს ამ შენობასთან მისთვის ახალგორში გადაცემული ბომბის აფეთქება მოსთხოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გოგიაშვილს ტერორისტული აქტის განხორციელების სანაცვლოდ 2000 დოლარს გადაუხდიდნენ.