ჩინელმა თინეიჯერმა iPad-ის გამო თირკმელი გაყიდა

ჩინელმა თინეიჯერმა ცალი თირკმელი გაყიდა იმისათვის, რომ iPad 2 ეყიდა. უცხოური მედიის ცნობით, 17 წლის ბიჭმა თირკმლის გაყიდვის შესახებ გარიგება ინტერნეტის საშუალებით დადო. არალეგალური ოპერაციის შემდეგ მას 3 392 დოლარი გადაუხადეს. ამ თანხით ჩინელმა სკოლის მოსწავლემ iPad 2 და ლეპტოპი იყიდა. თინეიჯერის დედამ მომხდარის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც შვილის ახალი კომპიუტერები ნახა და ბიჭის სხეულზე წითელი ნაიარევი შეამჩნია. 2007 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ  სხეულის ნაწილებით ვაჭრობა აკრძალა და ახალი ნებაყოფლობითი დონორული სქემა შემოიღო ორგანოების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.  მიუხედავად ამ ზომებისა, ჩინეთში სხეულის ნაწილებით უკანონო ვაჭრობა მაინც ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად რჩება. 

კომენტარები