იემენში დაპირისპირება გრძელდება

იემენის ქალაქ სანაში ანტისამავრობო გამოსვლებზე ღამით ცეცხლი გაიხსნა. ბოლო რამდენიმე კვირაა მიმდნარეობს დაპირისპირება ქვეყნის პრეზიდენტ, ალი აბდულა სალეს სამხედრო ძალებსა და მის მეტოქე ტომებს შორის. დღეისთვის უცნობია პირველად რომელმა მხარემ გამოიყენა იარაღი.

ორშაბათს დემონსტრანტები აპროტესტებდნენ წინა დღეს სამთავრობო ძალების მიერ ტაიზში 15 ადამიანის მკვლელობას, რომლებიც მუნიციპალური შენობის წინ გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ. 

უკვე რამდენიმე თვეა ქვეყნის პირველი პირი ძალაუფლების გადაცემის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარს აცხადებს. საპირისპიროდ, იგი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მხარს უჭერს რეფორმებს და მისი მმართველობის მიმართ ლოიალურად განწყობილ ახალგაზრდა დემონსტრანტებს. "ჩვენ ვდგავართ ახალგაზრდების გვერდით და ვემხრობით ცვლილებებს. თუმცა ისინი ვინც ე.წ "ახალგაზრდული რევოლუციისკენ" ისწრაფვიან, დემოკრატიას, თავისუფლებასა და ადგილობრივ მთავრობას უარყოფენ"- აცხადებს პრეზიდენტი აბდულა სალე.

კომენტარები