ძიუდო: ქართველთა მოსკოვური წარუმატებლობა

მოსკოვის დიდ სლემზე ქართველი ძიუდოისტების გამოსვლას თავისუფლად შეგვიძლია წარუმატებელი ვუწუდოთ. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებაში ხუთმა ჩვენიანმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მედალს ვინ ჩივის, სალიცენზიო ქულის აღებაც კი ვერ შეძლეს.

თითო შეხვედრის მოგება ყველამ მოახერხა, მაგრამ ამის იქეთ ვერცერთი წავიდა. 73 კგ-ში ნუგზარ ტატალაშვილმა და ამბაკო ავალიანმა იასპარეზეს, 100 კგ-ში - ლომერ ჟორჟოლიანმა და ალექსანდრე მსხალაძემ, მძიმე წონაში კი - ზვიად ხანჯალიაშვილმა. ყველა მათგანმა ასპარეზობა მეოთხედფინალამდე დაასრულა და ჩასათვლელი წრის გარეთ დარჩა.

ამათ გარდა მოსკოვში, ქალთა შეჯიბრებაზე ნინო ოძელაშვილმაც იჭიდავა. თუმცა მან პირველივე შეხვედრაში დაამთავრა გამოსვლა. ქართველის მეტოქე, სამხრეთკორეელი იე სულ ჰვანი იყო.

სამაგიეროდ, 90 კილოგრამში ილიას ილიადისის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაური ერთი ამოსუნთქვით იგებს ტურნირებს. მან მოსკოვშიც ადვილად გაიმარჯვა და ოქროს მედალი საბერძნეთში წაიღო.

კომენტარები