ძიუდო: ცირეკიძე მსხალაძით ჩაანაცვლეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობაში, რომელიც მოსკოვის დიდ სლემზე უნდა გამოვიდეს, ბოლო მომენტში ერთი სპორტსმენი შეიცვალა. წინასწარ გამოცხადებულ სიაში, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლომერ ჟორჟოლიანთან ერთად ირაკლი ცირეკიძეც ეწერა, თუმცა ბოლო მომენტში ის იოსებ მსხალაძით ჩაანაცვლეს.

28-29 მაისს რუსეთის დედაქალაქი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს მასპინძლობს და მასში საქართველოს ნაკრები ისედაც არასრული შემადგენლობით აპირებდა გამოსვლას.
 
ახლა კი პიტერ ზაიზენბახერის გუნდი ასე გამოიყურება:
73 კგ. - ნუგზარ ტატალაშვილი, ამბაკო ავალიანი
100 კგ. - ლომერ ჟორჟოლიანი, იოსებ მსხალაძე
+100 კგ. - ზვიად ხანჯალიაშვილი
 
კაცებთან ერთად, მოსკოვში ქალთა შეჯიბრებაც იმართება, სადაც ერთი ქართველი იასპარეზებს - 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნინო ოძელაშვილი იჭიდავებს.
 

კომენტარები