სანდრო ნავერიანის მოგონილი ამბები ერთ წიგნად

„ჰო,   წიგნი მხატვრულია, რომ გითხრა სოციალური ფონის ამოძახილია-მეთქი, ასე არ არის. საერთოდაც, არამგონია ვინმე რაიმე მსგავს წააწყდეს ამ წიგნში. არ ვცდილობ ვინმეს ჭკუა ვასწავლო, უბრალოდ ცოტა აბსურდულ ამბებს სამზარეულოს ენით ვყვები... სანამ სანდრო ნავერიანის რომანი „არგენტინული პიტბული“ დღის სინათლეს იხილავს, ტაბულა ავტორსა და  მის ბლოგერს უფრო ახლოს გაგაცნობთ. წიგნის პრეზენტაცია კი დღეს, 27 მაისს  გამომცემლობა „ სიესტას“ ოფისში 19  საათზე გაიმართება. პრეზენტაციაზე ავტორი ნაწყვეტებს რომანიდან თავადვე წაიკითხავს.

როგორც მწერალს გარკევული გამოცდილება და შთაბეჭდილება გექნებათ დაგროვილი,  რა არის ის შთაბეჭდილება რამაც „არგენტინული პიტბულის“  ძირითადი ხაზი განაპირობა?

 საკუთარ ცხოვრებაში ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და ცხოვრებაც არც თუ  ისე უინტერესო მქონია, მაგრამ მიუხედავად ამისა,  მე არ ვწერ ჩემს თავზე, ჩემს ცხოვრებაში გადამხდარ ისტორიებზე.  კრებულში ერთადერთი მოთხრობაა,  სახელად „რევოლუციონერი“, რომელსაც ამ კუთხით შეიძლება  შევხედო.  ის  2004 წლის 23 ნოემბერს დავწერე, ვარდების რევოლუციიდან ერთი წლის თავზე, ამიტომაც გარკვეულ ცხოვრებისეულ ინსპირაციას მაინც ჰქონდა ადგილი.  დანარჩენი ყველა მოგონილი ამბავია და აბსოლუტურად არ არის კავშირში ჩემი ცხოვრების გამოცდილებასთან,  გარდა უმნიშვნელო დეტალებისა. მაგალითად „არგენტინულ პიდბულში“  პერსონაჟი, რომელსაც  ზურაბ ბუნტური ჰქვია, ჩემი კლასელის პროტოტიპია. ეს ბიჭი მეხუთე კლასშიც კი უაღრესად განათლებული იყო, ამიტომ  კარგად მახსოვს, მთელი ბავშვობა დედა როგორ მეუბნებოდა: „მიბაძე ზურაბ ბუნტურს“.

სანდრო ნავერიანის რომანში თქვენ ვერ ნახავთ ქართულ სახელებს, ვერც კონკრეტულ ქვეყნებს და ვერც რაიმე ნიშნით გამოკვეთილ  რომელიმე ნაციონალობის პერსონაჟს.

ე.ი. არ გყავთ ქართველი პერსონაჟები, უფრო მეტიც,  მათ არ აქვთ კონკრეტული ეროვნება და არ ცხოვრობენ კონკრეტულ ქვეყნებში?

ასეა, ვერ ხვდები სად ხდება მოქმედება, რა სოციალურ ჯგუფში და ნაციონალობის მქონე საზოგადოებაში, მხოლოდ „არგენტინული პიტბულის“   ფინალში  ესპანეთი იკვეთება, ისიც  გმირის გვარის წარმომავლობიდან გამომდინარე.  რაც შეეხება ქართულ სახელებს,ქართველობისგან გარკვეული დისტანცირების გამო გადავწყვიტე არ გამომეყენებინა ისინი.

სულ რამდენი მოთხრობა შევიდა კრებულში? რამდენ მოგონილ ამბავს ყვება სანდრო ნავერიანი?

7 თუ 8 ზუსტად არ მახსოვს. წიგნში თავმოყრილი მოთხრობების ძირითადი ნაწილი 2006 დან 2008 წლამდეა შექმნილი. ყველაზე ახალგაზრდა მოთხრობაც კი სამი წლის წინ არი სდაწერილი. დიდხანს მედო თაროზე, ერთმა გამომცემლობამ არ გამოსცა. ახლა კი გამომცემლობა „სიესტას“ დაინტერესებით  კერძოდ გაგა ლომიძის, ის წიგნად გამოიცა და თითქმის ყველა წიგნის მაღაზიათა ქსელში გავრცელდება.

ავტორს  ყველაზე მეტად კრებულში „არგენტინული პიტბული“ უყვარს, ამბობს,  რომ დიდი შრომა ჩადო მასში, მოსწონს  მოთხრობის „48 კალიბრიანი- ღმერთო“  სიუჯეტიც, რომელიც ე.წ. ქილერსა და მსხვერპლს შორის ვითარდება.კრიმინალური ხაზი ბევრ მის მოთხრობას გასდევს,  თუმცა თვითონ ამას ირონიას უწოდებს, თავისი გმირების, პერსონაჟების და ალბათ, ირონიას საკუთარი თავის მიმართ, აბსურდული ამბებით, რომლებიც ,ალბათ, არასდროს გსმენიათ, რადგანაც,  ისინი რეალობას არ შეესაბამება,  და ამბები, რომლებიც მხოლოდ მწერლის ფანტაზიისა და წარმოსახვის ნაყოფია.

წიგნში ნარაცია  პირველ პირში ვითარდება, ეს არის თქვენი, როგორც მწერლის  სტილი თუ  მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვიტეთ ასე გეწერათ?

ერთის გარდა ყველა მოთხრობა პირველ პირში მაქვს. ასე დავიწყე წერა, შემდეგ შევყევი და  მივხვდი,  რომ სხვანაირად წერა უბრლოდ არ შემიძლია.  თავი წარმოიდგინეთ  სამზარეულოში ან თუნდაც  მეგობრებთან ერთად ლუდის სმის პროცესში საუბრისას, აი, ზუსტად ასე ვწერ.  ვფიქრობ, რომ ამის კითხვა უფრო მარტივიც არის და სასიამოვნოც.

საკუთარი თავის პროტოტიპი ყველა მოთხრობაში ჰყავს –  „ან უბრალოდ გმირებს  აქვთ ჩემი ხასიათის და ჩვევების  გარკვეული ნიშნები,  სხვაგვარად  გამორიცხულია   მწერალმა  წერო.“

იცვლება გარემო ფაქტორები, პრობლემები და თავად დრო, აქედან გამომდინარე  დღეს რამდენადარისაქტუალური2006– 2008  წლებში შექმნილი მოთხრობებითანამედროვე მკითველისთვის, თუ უბრალოდ თქვენს წიგნში დროისა და სივრცის  გარეშე  განიხილავთყველაფერს?

რომანი არცერთდროსა და  ეპოქასარეხმიანება, არეხება რომელიმე კონკრეტულ სოციალურჯგუფს და არ ითვალისწინებს არავის ინტერესებს, უბრალოდ აი ასე...

უგზო უკვლოდ და  უსივრცოდ, როგორც თვითონ თქვა  „სემიჩკასავით“მიდის... არ იცის რა მოსწონს ქართველ მკითხველს, რომანისენსაციზე ნამდვილად არ გაუთვლია, ის კი დანამდვილებით იცის, რომ თუ მისი ფენტეზი  საინტერესო აღმოჩნდება მკითხველისთვის,მწერლის წარმატების შანსებიც გაიზრდება.

ამ ეტაპზე თუ მუშაობთ რაიმე მოთხრობაზე?

მზად კიდევ ერთი რომანი მაქვს, სახელად , „ნიუ იორკი“ და  ერთსაც  ვწერ – „კაპიტალიზმი“.  ეს რომ მქონოდა დასრულებული ალბათ „არგენტინული პიტბული“ არ გამოიცემოდა,  რადგანაც პირდაპირ ამ ორ ახალ ნაწარმოებს  დავბეჭდავდი. ძველ ნაწერებს რატომღაც თვითკრიტიკულად ვუდგები. საერთოდ ძალიან მალე მბეზრდება ყველაფერი, მაგრამ  წერა ჯერ არ მომბეზრებია,სანამ მეწერება დავწერ...

 

 

კომენტარები