საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ოთხი ნახევარფინალისტიდან სამის ვინაობა უკვე გარკვეულია - თსუ, ქუთაისი და არმია. მედლისთვის მებრძოლი მეოთხე კლუბი ამ გუნდებს 7 მაისს შეუერთდება. უძლიერესის ვინაობას ერთმანეთში შსს-სა და სოხუმის კალათბურთელები არკვევენ.
დანარჩენებმა საკუთარი მეტოქეები ფლეი ოფის პირველ ორ მატჩში ორჯერ დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვეს. არმიამ მეორე დაპირისპირებაშიც ადვილად სძლია რუსთავის ენერჯი-ინვესტს. ძალოვანებმა მოწინააღმდეგეს ამჯერად 83:56 აჯობეს. გამარჯვებულთაგან საუკეთესო საქართველოს ნაკრების კალათბურთელი კოტე ტუღუში იყო, რომელმაც 22 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. რუსთაველთაგან კი ერთადერთი კამერუნელი სამუელ ლამუ გამოირჩა. მის ანგარიშზე 22 ქულასთან ერთად 10 მოხსნაც იყო.
თსუ-მ მეორე მატჩშიც დაამარცხა სტუ - 97:89. ნუგზარ ჭეიშვილის გუნდმა დიდი სამუშაო გასწია და საბოლოოდ ღირსეულად მოიპოვა ნახევარფინალში თამაშის უფლება. მისი მეტოქე ფინალის გზაზე ქუთაისი იქნება, რომელმაც თავის მხრივ ორი მატჩის ჯამში 2:0 აჯობა თსსუ-ს. ამ გუნდების მეორე დაპირისპირების ანგარიში 83:75 იყო.
რაც შეეხება შსს-სა და სოხუმის შეხვედრას. პირველ დაპირისპირებაში ძალოვანთა გამარჯვების შემდეგ, მეორე თამაშში სოხუმელებმა 78:70 მოიგეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს 1:1. დამატებითი შეხვედრა ამ გუნდებს შორის 7 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში 14 საათზე დაიწყება.