ლუკოილის გენერალური დირექტორის შვილი გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვის გარეუბანში, სავარაუდოდ, კომპანია ლუკოილის, Shell-ისა და  Sinope-ის ერთობლივი საწარმოს გენერალური დირექტორის, რობერტ ტესლიუკის 16 წლის ქალიშვილის, ვიქტორია ტესლიუკის ცხედარი იპოვეს. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე და ამოცნობის პროცედურის ჩატარებამდე რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ოფიციალურად  არ ადასტურებს,  რომ ეს ნამდვილად ვიქტორია ტესლიუკის ცხედარია..

რობერტ ტესლიუკის  არასრულწლოვანი შვილი 2011 წლის 26 მარტს დაიკარგა.   სამძებრო სამუშაოებში მოხალისეებიც იყვნენ ჩართული,  თუმცა უშედეგოდ. რუსმა სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით აღძრეს.

საინფორმაცი სააგენტო Life News-ის ინფორმაციით, გოგონა სასტიკად არის მოკლული - მას მიყენებული აქვს რვა ჭრილობა და თავი აქვს გატეხილი.  „გოგონა შემთხვევით იპოვეს  ტალდომის გზასთან, როდესაც თოვლი გადნა,” განუცხადეს საინფორმაციო სააგენტოს რუსეთის საგამოძიებიო კომიტეტში.

ექსპერტიზის წინასწარი  მონაცემებით, გოგონა დაკარგვის დღესვე მოკლეს. ის არც გაუძარცვავთ და არც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. ამიტომ,  რუსი სამართალდამცველები  ძარცვისა და გაუპატიურების მოტივით მკვლელობის ვერსიას  გამორიცხავენ. 

კომენტარები