ავღანეთში აშშ-ს საზღვაო ძალების მეთაურმა, გენერალმა რიჩარდ მილსმა ქართულ სამხედრო კონტინგენტს ავღანეთში მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ 31-ე და 32-ე ქართული ბატალიონები, რომლებიც ჰელმანდის პროვინციაში მსახურობენ “დიდი პროფესიონალიზმით” გამოირჩევიან.
“ამ სამხედრო ქვედანაყოფებმა იცის თუ როგორ უნდა აღკვეთოს ინციდენტები დროულად. ქართული ქვედანაყოფები ისე წარმატებულები იყვნენ, რომ მე მათი მოქმედების ზონად დასავლეთის პროვინცია ჰელმანდი განვსაზღვრე და ისინი წარმატებითა და მაღალ პროფესიონალურ დონეზე ასრულებენ მისიას,” აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.
მილსმა საქართველოში მოქმედი სამხედრო ქვედანაყოფებიც შეაქო. “მე რამდენიმეჯერ ვიყავი საქართველოში და ამ ბაზას პირადად გავეცანი. აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ ემზადებიან ქართველი სამხედრო მოსამსახურეები,” განაცხადა ამერიკელმა გენერალმა, თუმცა აქვე დასძინა, რომ ქართველ სამხედროებს სატრანსპორტო საშუალებებითა და ნაღმსაწინააღმდეგო ტექნიკით დახმარება სჭირდებათ. “ამ მიმართულებით ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ,” აღნიშნა გენერალმა მილსმა.