კასპერსკის გამოსასყიდის სანაცვლოდ შვილი დაუბრუნეს

ანტივირუს კასპერსკის შემქმნელმა, ევგენი კასპერსკიმ საკუთარი შვილის გამატაცებლებს მისი გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდი გადაუხადა და  20 წლის ივან კასპერსკი უკვე სახლში დაბრუნდა. ამის შესახებ რუსულ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო  ლაიფ ნიუსი იუწყება.  ჯერჯერობით  ამ ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებს. 

რუსი მილიონერის უმცროსი შვილი 19 აპრილს დედამისის კომპანიის InfoWatch -ის  ოფისის წინ გაიტაცეს. ივან  კასპერსკიც ამ ფირმის თანამშრომელი იყო. გამტაცებლები ევგენი კასპერსკის მამისგან  გამოსასყიდის სახით სამ მილონ ევროს ითხოვდნენ. ლონდონში მყოფი  კასპერსკი სასწარაფოდ დაბრუნდა მოსკოვში და გამოძიებაში რუსეთის ყველა სპეცსამსახური ჩაერთო. თავად კასპერსკის სუკის უმაღლესი სკოლა აქვს დამთვარებული და მას რუსეთის სპეცსამსახურებში ბევრი მეგობარი ყავს, წერს ლაიფ ნიუსი. 

კომენტარები