საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, წელს დიდი ხუთშაბათი დასვენების დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს სპიკერმა, მანან მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ხუთშაბათი მხოლოდ წელს იქნება დასვენების დღე. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საპატრიარქოს შორის შემდგარი შეთანხმების შემდეგ მიიღო. როგორც უკვე ცნობილია 2011 წელის 18 აპრილს სვეტიცხოველში მირონის ხარშვა დაიწყო, რომელსაც ხვალ აკურთხებენ. ეს რიტუალი 20-30 წელიწადში ერთხელ სრულდება. „შესაბამისი შეთანხმების შედეგად, ხვალინდელი დღე, 21 აპრილი ერთჯერადად დასვენების დღედ გამოცხადა და ხვალიდან 26 აპრილამდე ყველა დღე ოფიციალურად უქმეა," განაცხადა მანჯგალაძემ.